შინაარსზე გადასვლა

ხარფუხის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხარფუხის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ხარფუხი

ხარფუხის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი); გერცელ ბააზოვის ქუჩიდან მოსე ხონელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. აქვს 1 შესასვლელი, 1 ჩიხი (ყოფილი ძეგამის შესასვლელი; შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში, 1934 წლის გეგმაზე და ქუჩების 1955 წლის ცნობარში).