ხარისთავის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარისთავის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5-6 კილომეტრზე. ხშირი ტყით დაფარულ მაღალ მთაზე. ნასოფლარ ხარისთავის ტერიტორიაზე. გადმოცემით, სოფლიდან მოსახლეობა დიდი ხნის წინ აყრილა და სოფელ ახაშენში ჩასახლებულა.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნაგებია სხვადასხბა ზომის ლოდებით, ნატეხი ქვითა და კირის დუდაბით. გარეთა კუთხეები ამოყვანილია ტლანქად დამუშავებული შირიმით. ძლიერ დაზიანებულია: აყრილია სახურავის საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული, გარედან კედლების ზედა ნაწილებში, ჩამოშლილია სანაპირე წყობა, დარბაზულია კამარა, აღმოსავლეთ კედელს, სარკმლის ძირიდან მიწამდე ფართო ბზარი დაუყვება. ლავგარდნის მცირე ნაწილი მხოლოდ ჩრდილოეთ ფასადზეღაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ქვიშაქვის ბრტყელი ქვით. თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდით, რომლის ღერძზე მოწყობილა გარეთკენ შევიწროებული, თარაზულად გადახურული სარკმელი. სარკმლის ფარეთა ღიობი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. ზემოთკენ ოდნავ შევიწროებულია და გადახურულია ერთ ქვაში გამოკვეთილი ნახევარწრიული თაღით. ეკლესიის სხვა სარკმელი არა აქვს, რის გამოც ინტერიერი საკმაოდ ჩაბნელებულია. აფსიდის ორივე გვერდში ორ-ორი საშუალო ზომის სწორკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურული კონქით, რომლის თაღის ქუსლებთნ გამოყოფილია წყობიდან ოდნავ შვერილი, თაროსებრი იმპოსტები. კონქის თაღი და დარბაზის კამარა ნახევარწრიული ფორმისაა. შიგნით კედლები მობათქაშებული ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გადამხურავ ქვაზე, ამოკვეთილია პატარა, ტოლმკლავა ჯვარი. კედლები ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია როგორც ჩანს, დაბურული იყო კრამიტით. ეკლესიის აღმოსავლეთით, დაახლოებით 15 მეტრზე, შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები. აქვე ქვითკირით ნაშენი ორგანაყოფილებიანი საწნახელია მახლობლად, მიწაში. ჩაფლულია რამდენიმე ქვევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 22861