ხაიშოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაიშოს წმინდა გიორგის ეკლესია — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშოს აღმოსავლეთით, დამასტის მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. მთლიანად დანგრეულია. ნატეხი ქვების გროვაში პროფილირებული შირიმის ქვებიცაა შერეული. ნაგებობას ირგვლივ შემოვლებული ჰქონია ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები, ოთხკუთხა მოხაზულობის (60 x 30 მეტრი) გალავანი (ამჟამად ნანგრევებიღაა შემორჩენილი). მოგვიანებით გალავნის ჩრდილო კედელზე, გარედან, ნატეხი ქვით ნაგები გეგმით სწორკუთხა (1,7 x 1,1 მეტრი) მასიური კოშკისებრი (სიმაღლე 1,8 მეტრი) ნაგებობა მიუდგამთ, რომლის ჩრდილო-დასავლეთ კედელში მოზრდილი სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]