ჰაიბახი
სოფელი | |
---|---|
ჰაიბახი Хьайбаха | |
ჰაიბახის კოშკი, ვ. მილერის ნახატი, 1888 წ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
რესპუბლიკა | ჩეჩნეთი |
რაიონი | გალანჩოჟის რაიონი |
კოორდინატები | 42°52′38″ ჩ. გ. 45°21′28″ ა. გ. / 42.87722° ჩ. გ. 45.35778° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1450 მ |
ოფიციალური ენა | ჩეჩნური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 0 კაცი (2010) |
ჰაიბახი (ჩეჩ. Хайбахой, Хьайбаха) — სოფელი ჩეჩნეთში, გალანჩოჟის რაიონში, რომელიც თავისი მოსახლეობიანად 1944 წლის ვაინახთა დეპორტაციის დროს სრულიად გაანადგურეს.
1936-1944 წლებში შედიოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის შემადგენლობაში, 1944-1957 წლებში — საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში[1], ხოლო 1957 წლის სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილების შედეგად, რომელიც მოიცავდა დეპორტირებული ხალხების რეაბილიტაციასა და ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენას, დაუბრუნდა ჩეჩნეთს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წლის 23 თებერვალს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი იწყებს ოპერაციას სახელად „ოსპი“ (რუს. Операция «Чечевица» — ეთიმოლოგია, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩეთა ეთნონიმს), რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩეჩენთა და ინგუშთა მასობრივ გადასახლებას ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. პირველი ორი დღის განმავლობაში დეპორტირებული მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა 330 ათას. ადამიანს[2], ხოლო ჯამში გადასახლებულ იქნა 478 479 ჩეჩენი და ინგუში[3].
დიდთოვლობიდან გამომდინარე ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იყო მაღალმთიან რაიონებში, რის შედეგადაც ნკვდ-ის მე-3 რანგის კომისარმა მიხეილ გვიშიანმა მიიღო გადაწყვეტილება ჰაიბახის რკინიგზის სადგურზე შეკრებილი ადამიანების ცოცხლად დაწვისა შესახებ. 1994 წლის ჩეჩენი ჟურნალისტების მიერ გამოცემულ წიგნში მოჰყავთ გვიშიანის ტელეგრამის ტექსტს[4]:
მიუხედავად იმისა, რომ პუბლიცისტთა და ჟურნალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოცემული ტელეგრამა ფალსიფიცირებულია 1980-იან წლებში[5], თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ჰაიბახის მოვლენებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ამაზე საუბრობდნენ გადარჩენილი თვითმხილველები, მეზობელი სოფლების მკვიდრნი და რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც აღუდგნენ ნკვდ-ის მითითებებს[6][7].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საიდ ბიცოევი, Инквизиция: Рассказы очевидца // Комсомольское племя : გაზეთი — 1989 წ.
- Кровавый пепел Хайбаха: Свидетельства выживших // Комсомольское племя : გაზეთი — 24 აგვისტო, 1989 წ.
- მარია კატიშევა, Костер в горах // Голос Чечено-Ингушетии : გაზეთი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სერგეი ყარა-მურზა, Советское государство и право в период Великой Отечественной войны, თავი მე-7, 1998 წ., მოსკოვი
- ↑ ტელეგრამა № 6123, 24.II.1944 ლავრენტი ბერია სწერს იოსებ სტალინს
- ↑ ტელეგრამა № 6684, 29.II.1944 ლავრენტი ბერია სწერს იოსებ სტალინს
- ↑ სალმათ გაევი, მუსა ჰადისოვი, თამარა ჩაგაევა. Хайбах: Следствие продолжается. — გროზნო, 1994. — 352 გვ.
- ↑ ნ. მენდკოვიჩი Хайбахское дело დაარქივებული 2018-03-18 საიტზე Wayback Machine. // Актуальная история.
- ↑ დეპორტაციების ექო დაარქივებული 2014-04-27 საიტზე Wayback Machine. , მარია კატიშევა
- ↑ ი. პერლოვსკაია. Преступление войск НКВД при изгнании чеченцев и ингушей зимой 1944 года // Известия : გაზეთი. — 14 მარტი, 1992 წ.