ჭოჭიანი (მდინარე)
იერსახე
ჭოჭიანი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | წალკის მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე) |
სათავე |
ჯავახეთის ქედი 41°29′29″ ჩ. გ. 43°56′56″ ა. გ. / 41.491417° ჩ. გ. 43.949056° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2155 მ |
შესართავი |
ხრამი 41°32′38″ ჩ. გ. 44°09′15″ ა. გ. / 41.544083° ჩ. გ. 44.154250° ა. გ. |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 131 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,18 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ჭოჭიანი — მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2155 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 131 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,18 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 406.