ჭვიბერაზაუ
იერსახე
| ჭვიბერაზაუ | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°15′17″ ჩ. გ. 42°25′18″ ა. გ. / 43.254833° ჩ. გ. 42.421833° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 3264 მ |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| აკავშირებს | ნენსკრისა და ბაქსანის აუზებს |
| ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდი |
| ლანდშაფტი | ალპური და გლაციალურ-ნივალური |
ჭვიბერაზაუ — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ნენსკრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3264 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების ნენსკრისა (ზემო სვანეთი) და ბაქსანის აუზებს (ყაბარდო-ბალყარეთი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 393.