ჭართალი (არსიანის ქედი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭართალი .
ჭართალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ადიგენის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1557 
ქედი არსიანის ქედი

ჭართალი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ განშტოების — ღრმანის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. სიმაღლე 1557 მ. აგებულია გოდერძის წყების პიროკლასტებით. აქვს მახვილი, კონუსის ფორმის მწვერვალი და თანაბრად დახრილი, ზოგან კლდოვანი უბნების მქონე კალთები. მთის წვერო შემოსილია ბალახეულით, კალთები — მეორეული ტყით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]