ჭანიეთურის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანიეთურის ღვთისშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთურში, სოფლის სასაფლაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭანიეთურის ღვთისშობლის ეკლესია დარბაზული ტიპის ტაძარია, ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. კუთხეებში გამოყენებულია ნათალი ქვის კვადრები. გადახურულია თუნუქის სახურავით. ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის კარს მასიური არქიტრავის ქვა ადევს. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. საძირკველს ირგვლივ ბეტონის სხმული შემოუყვება. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გეგმით სწორკუთხა მინაშენია, რომელიც ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. მინაშენი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის სარკმლებით. დასავლეთი შესასვლელი თაღოვანია. გადახურულია ასევე თუნუქის საბურველით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9766