ჭადრაკი აზერბაიჯანში
ჭადრაკი აზერბაიჯანში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა. ქვეყანაში იგი იმართება აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის მიერ (ACF). 2009 წლის 5 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც ასევე არის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ ჭადრაკის განვითარების პროგრამა; პროგრამა 2009-2014 წლების პერიოდს მოიცავდა.[1]
ჭადრაკის ისტორია აზერბაიჯანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭადრაკის შესახებ ცნობების ნახვა შესაძლებელია XII საუკუნის ისეთი სპარსი პოეტების ნაწარმოებებში როგორებიც იყვნენ ხაკანი და ნიზამი; ცნობების ნახვა აგრეთვე შესაძლებელია XVI საუკუნეში მცხოვრები მწერლის, ფუზულის შემოქმედებაში. მწერალმა და ფილოსოფოსმა მირზა ფათალი ახუნდოვი ახსნა ჭადრაკის წესები 1864 წლის პოემაში "შატრანჯის თამაში".
აზერბაიჯანი, როგორც საბჭოთა კავშირის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოწესრიბებული ჭადრაკი აზერბაიჯანში 1920 წელს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნისთანავე გამოჩნდა და მალევე გავრცელდა ქვეყანაში. 1923 წელს გაიმართა პირველი ბაქოს ჩემპიონატი, რომელსაც მოიგეს ძმები ვლადიმერ და მიხეილ მაკოგონოვებმა. 1924 წელს კომკავშირის (ახალგაზრდა კომუნისტური ლიგის) და პროფკავშირების კონფერენციამ ჭადრაკის პოპულარიზაცია დაიწყო. 1920-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა უამრავი ძლიერი ახალგაზრდა მოთამაშე, მათ შორის: ძმები სარიჩევი და დანილოვი, ო. როსტოვცევი, ნ. დოქტორსკი, კ. სელიმხანოვი და ა. ბილიბინი. ლექციები და გამოფენები აღვივებდნენ აზერბაიჯანში ჭადრაკისადმი ინტერესს. 1929 წლის 2–3 მაისს, ბაქოსა და თბილისის გუნდებს შორის გაიმართა შეხვედრა ბაქოში, 8 დაფაზე.
1934 წელს გაიმართა აზერბაიჯანის პირველი ჩემპიონატი. ჩემპიონატი სელიმხანოვმა მოიგო,[2] რომელიც 1935 წელს გახდა აზერბაიჯანული საჭადრაკო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1936 წელს გაიმართა ქალთა პირველი ჩემპიონატი, რომელიც მოიგო როჟდესტვენსკაიამ. 1936 წელს ა. პოლიისკაია (იგი ბაქოდან იყო) გახდა სამხრეთ კავკასიის ქალთა ჩემპიონი. 1938 წელს ბაქოს საჭადრაკო და ღია კლუბში გაიხსნა ქალთა ჭადრაკის სკოლა.
ინდივიდუალური სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით
ფიდე, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაცია, ითვლის 24 აქტიურ აზერბაიჯანელ გრანდმასტერს, 30 საერთაშორისო მასტერსა და 151 ტიტულის მქონე მოთამაშეს.[3]
კაცები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ტოპ 10 კაცი გრანდმასტერი იხილეთ ქვემოთ.[4]
-
თეიმურ რაჯაბოვი (18)
-
არკადი ნაიდიჩი (29)
-
რაუფ მამედოვი (46)
-
ელთაჯ საფარლი (67)
# | მოთამაშე | დაბადების წელი | GM ტიტული | რეიტინგი | მსოფლიო რანგი |
---|---|---|---|---|---|
1 | შახრიარ მამედიაროვი | 1985 | 2002 | 2820 | 3 |
2 | თეიმურ რაჯაბოვი | 1987 | 2001 | 2751 | 18 |
3 | არკადი ნაიდიჩი | 1985 | 2001 | 2721 | 29 |
4 | რაუფ მამედოვი | 1988 | 2004 | 2699 | 46 |
5 | ელთაჯ საფარლი | 1992 | 2008 | 2676 | 67 |
6 | გადირ ჰუსეინოვი | 1986 | 2002 | 2667 | 74 |
7 | ვასიფ დურარბელი | 1992 | 2010 | 2629 | 139 |
8 | ნიჯატ აბასოვი | 1995 | 2011 | 2627 | 143 |
9 | ნიჯატ მამადოვი | 1985 | 2006 | 2615 | 188 |
10 | ვუგარ რასულოვი | 1991 | 2011 | 2538 | 498 |
ქალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ტოპ 10 ქალი მოჭადრაკე იხილეთ ქვემოთ.[5]
-
გუნაი მამაძადა (33)
-
ზეინაბ მამედიაროვა (107)
-
გულნარ მამადოვა (110)
-
ხანიმ ბალაჯაევა (145)
-
ულვია ფატალიევა (156)
# | მოთამაშე | დაბადების წელი | ტიტული (წელი) | რეიტინგი | მსოფლიო რანგი |
---|---|---|---|---|---|
1 | გუნაი მამაძადა | 2000 | IM | 2438 | 33 |
2 | ზეინაბ მამედიაროვა | 1983 | WGM | 2358 | 107 |
3 | გულნარ მამედოვა | 1991 | IM | 2355 | 110 |
4 | ხანიმ ბალაჯაევა | 2001 | WIM | 2326 | 145 |
5 | ულვია ფატალიევა | 1996 | WGM | 2320 | 156 |
6 | ადან ჰოჯატოვალი | 1999 | WFM | 2303 | 185 |
7 | ტურკან მამედიაროვა | 1989 | WGM | 2295 | 198 |
8 | ნარმინ ხალიფოვა | 1994 | WGM | 2279 | 228 |
9 | ნარმინ კაზიმოვა | 1993 | WGM | 2271 | 247 |
10 | ნარმინ დადაშლი | 1993 | WFM | 2262 | 270 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official web site of Azerbaijan Chess Federation (ACF) (აზერბაიჯანული) (ინგლისური)
- Azerbaijan Chess Federation დაარქივებული 2005-04-04 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული) (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Ильхам Алиев подписал Госпрограмму по шахматам“. azerisport.com.
- ↑ Championship of Azerbaijan- 5-21.8.1934(Final). Rusbase 1913-94.
- ↑ Federations Ranking. World Chess Federation (FIDE). ციტირების თარიღი: October 13, 2018.
- ↑ Federations Ranking: Azerbaijan. World Chess Federation (FIDE). ციტირების თარიღი: October 13, 2018.
- ↑ Federations Ranking: Azerbaijan, Women. World Chess Federation (FIDE). ციტირების თარიღი: October 18, 2018.