არკადი ნაიდიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არკადი ნაიდიჩი
სახელი არკადი ნაიდიჩი
დაბადების სახელი არკადი მიხაელოვიჩ ნაიდიჩი
ქვეყანა ლატვია (2005-მდე)
გერმანია (2005-2015)
აზერბაიჯანი (2015-იდან)
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1985
დაბადების ადგილი რიგა, ლატვიის სსრ, საბჭოთა კავშირი
წოდება გრანდმასტერი
ფიდე რეიტინგი 2643
(2019 წლის ოქტომბერი)
მაქსიმალური რეიტინგი 2747
(2013 წლის დეკემბერში)

არკადი ნაიდიჩი (აზერ. Arkadiy Naydiç; დ. 25 ოქტომბერი, 1985, რიგა, ლატვიის სსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი (2015 წლიდან) ჭადრაკის გრანდმასტერი, რომელიც მანამდე ლატვიას (2005 წლამდე) და გერმანიას (2005-2015 წლებში) წარმოადგენდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს მან მოიგო ევროპის 10-წლამდელთა ჩემპიონატი ჭადრაკში, ვერდენში.

ნაიდიჩმა 2005 წელს დორტმუნდის სპარკასენის ტურნირში გაიმარჯვა. რეიტინგით მან ყველასათვის ნაცნობ ისეთ მოთამაშეებს გადაუსწრო, როგორებიც არიან: ლეოკ ვან ველი, ვესელინ ტოპალოვი, პიტერ სვიდლერი, ვლადიმირ კრამნიკი, მაიკლ ადამსი და პიტერ ლეკო.[1] 2007 წელს მოიგო ბედ „კონიგსხოფენში“ ჩატარებული გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი.

2011 წელს მან მოიგო მე-15 საერთაშორისო „ნეკარ“-ის ღია ტურნირი, 8½/9 ანგარიშით. ამ მიღწევამ მას საშუალება მისცა გადაელა 2700 „Elo“-ს სარეიტინგო ნიშანი.[2] ამავე წელს, არკადი ნაიდიჩმა გერმანიის მთავარ გუნდში ითამაშა და გუნდთან ერთად პროტო კარასში ჩატარებულ ევროპის გუნდური ჭადრაკის ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა.

ნაიდიჩმა მოიგო „გრანდმასტერი ჯგუფი B“ ტატა სტილის საჭადრაკო ტურნირზე (2013 წელს).[3] 2014 წლის აგვისტოშო, არკადი ნაიდიჩმა შავი ფიგურებით მოუგო მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს. მან ჩემპიონის წინააღმდეგ, 41-ე ჭადრაკის ოლიპიადაზე (ტრომსეში), გერმანიის გუნდის პირველ დაფაზე ითამაშა. შემდეგ თვეში ნაიდვიჩმა მოიგო ბადენ-ბადენში ჩატარებული ტურნირი, სახელად „გრენკე ჭადრაკის კლასიკა“. ამავე წლის დეკემბერში მან ციურიხის საშობაო ღია ტურნირი 38-ე ადგილით დაასრულა.

2015 წლის იანვარში, ბაზელის ჭადრაკის ფესივალში, იგი 1-5 მასტერს შორის მოხვდა: ალექსანდრე დონჩენკოსთან, ედუარდო იტურიზაგასთან, მათიას დანთან და მილოს პავლოვიჩთან; მან ტურნირი საუკეთესო „თაიბექ ქულით“ მოიგო.[4]

2015 წლის ივლისში არკადი ნაიდიჩი აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციას შეუერთდა.[5] 2015 წლის 30 დეკემბერს მოიგო ციურიხის საშობაო ტურნირი (ზედიზედ მეორედ).[6] 6 დღის შემდეგ, მან აგრეთვე ზედიზედ მეორედ მოიგო ბაზელის ჭადრაკის ფესტივალი.[7]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას ჰყავს სამი და: ირინა (1986), ევგენი (1987) და მარია (1988). ყველა მისი და ასევეე ჭადრაკის მოთამაშეა. 2014 წლის ოქტომბერში არკადი ნაიდიჩიმ იქორწინა უკრაინელ-ისრაელ ჭადრაკის მოთამაშე იულია შვაიგერზე.[8] ამჟამად, იგი ოჯახთან ერთად ბაქოში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nyrne, Robert. “Naiditsch, Ranked the Lowest, Takes Top Honors in Dortmund“, 7 August 2005. ციტირების თარიღი: 5 August 2017. 
  2. Arkadij Naiditsch wins convincingly the 15th International Neckar Open. Chessdom. ციტირების თარიღი: 27 April 2011.
  3. Tata R13: Karjakin, Wang score, Carlsen wins Wijk by 1½ points. ChessBase (2013-01-27). ციტირების თარიღი: 26 January 2016.
  4. Arkadij Naiditsch wins another trophy in Switzerland. Chessdom (6 January 2015). ციტირების თარიღი: 28 December 2015.
  5. Player transfers in 2015 FIDE. Retrieved 12 December 2015
  6. Arkadij Naiditsch repeats success in Zurich Christmas Open. Chessdom. ციტირების თარიღი: 2 January 2016.
  7. GM Arkadij Naiditsch wins Basel Chess Festival 2016. Chessdom. ციტირების თარიღი: 5 January 2016.
  8. McGourty, Colin. (2015-08-12) Naiditsch: "I'm not afraid of anybody".