შინაარსზე გადასვლა

ჭაგანის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭაგანის ხის ეკლესია

ჭაგანის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — დარბაზული ტიპის ხის ეკლესია საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში.

ეკლესია დგას ბეტონის ბაქანზე. სახურავი ოთხივე მხრიდან გადაცილებულია ეკლესიის ძირითად დარბაზს, რაც ქმნის აივნის იმიტაციას. შეფიცრული სახურავი ეყრდნობა ბეტონის ბაქანზე აღმართულ ქვის ბაზისებზე მდგარ ხის მრგვალ სვეტებს. ეკლესიას აქვს შეისრულთაღოვანი ხის სამი კარი და შვიდი სარკმელი. აქედან სამი სარკმელი საკურთხეველშია, ორ–ორი კი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე. ხის კედლები ნაგებია თითქმის თანაბარი ზომის კარგად დამუშავებული ფიცრებისაგან. იატაკზე დაგებულია სწოკუთხა ქვის ფილები. ინტერიერში ხის თაღოვანი კამარა ეყრდნობა ლითონის კონსტრუქციასა და ტაძრის ხის კედლებს. 1871–1884 წლებში ტაძარი აუგია მაქსიმე ხვიჩიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10017