წყემის წმინდა ბარბარეს ეკლესია
წყემის წმინდა ბარბარეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | წყემი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
თარიღდება | XIX საუკუნე |
წყემის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა, ნაგებია ბლოკითა და აგურით, კირის დუღაბზე. ორი შესასვლელი კარი სამხრეთით და ჩრდილოეთით არის გაჭრილი. ნაგებობას თითო სარკმელი აქვს დასავლეთით და აღმოსავლეთით ხოლო — სამხრეთით ორი. ტაძარს შემორჩენილი აქვს მხოლოდ კედლები, სახურავი კი არ გააჩნია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5189