შინაარსზე გადასვლა

წრუს პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წრუს პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ წრუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით კვადრატული ნაგებობა შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. მეორე სართულზე, სამხრეთ კედელში გაჭრილია გარედან თაღოვანი და შიგნიდან არქიტრავული შესასვლელი. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით და დუღაბით.

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004