თევზიყლაპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თევზიყლაპია
Čorík čierny (Chlidonias niger) a (4644831482).jpg
შავი თევზიყაპია (Chlidonias nigra)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chlidonias (Rafinesque, 1822)
სინონიმები
  • Hydrochelidon[1]

თევზიყლაპია[2] (ლათ. Chlidonias) — ფრინველთა გვარი მეთოვლიასებრთა ქვეოჯახისა. ცნობილია 4 სახეობა: შავი თევზიყაპია (Ch. nigra), ფრთათეთრი ნემსიყლაპია (Ch. leucoptera), ლოყათეთრი თევზიყლაპია (Ch. hybrida) და Chlidonias albostriatus. მათი სხეულის სიგრძეა 25–28 სმ. შეფერილი არიან ვეჟან-შავად და თეთრად, შავ თევზიყლაპიას თეთრი ფერის ზურგის კუდზედა მხარე აქვს, ფრთათეთრს — თეთრი ზედა მფარავი და საჭის ბუმბულები, მუცლის კუდქვეშა მხარე, ლოყათეთრს — თეთრი ლოყები და ყელი. ფართოდ არიან გავრცელებული (ჩრდილოეთის გარდა) ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, აგრეთვე გვხვდებიან აფრიკასა და ავსტრალიაში. გადამფრენი ფრინველებია. ბუდობენ კოლონიებად ჭაობიან მდელოებზე, ჭაობებში, წყალსატევთა სანაპიროებზე, ხშირი ბალახეულობით დაფარულ ადგილებში. დედალი დებს 2–3 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 18 დღის განმავლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 204, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 45, 115, 192.