წიფურიის ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიფურიის ჭა — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მიგარიის მასივზე, წიფურიის ტაფობის ფსკერზე, მდინარე ოჩხომურის აუზში. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შესასვლელი იშლება შქერის რაყებში. ჩასასვლელი ხვრელის გარშემოწერილობა უდრის 7 მ-ს, საერთო სიღრმე — 33 მ-ს. ამ ჭის ჩრდილოეთით, ერთი ნაპრალის გასწვრივ განვითარებუყლია ძაბრები და პატარ-პატარა მღვიმეები. შრის წოლის ელემენტები, რომლებშიც მღვიმეა გაჩენილი სდ 190° 18-20°. მღვიმური ნალექებიდან გვხვდება ნგრეული მასალა; თიხის ნაფენები. ჭა სველია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.