შინაარსზე გადასვლა

წიფთაურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიფთაურის ეკლესია -- არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფთაურში, ადგილი კაპარაანზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობაში დაცულია სწორხაზოვნება. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია ასევე სწორკუთხა, საფეხურებიანი სარკმელი. ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი ნიშაა მოწყობილი. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. შესასვლელის თავზე სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობის კედლები შემორჩენილია 2–3 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია. ეკლესიას დასავლეთიდან გეგმით სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომელშიც ნაოთხალი შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]