წინანდლის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წინანდლის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები თედორე სიმონოვიჩის ქუჩა

წინანდლის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ბოჭორმის ქუჩიდან ახმეტის ქუჩამდე.

ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია თედორე სიმონოვიჩის ქუჩის სახელწოდებით. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია როგორც წინანდლის ქუჩა. ქუჩაზეა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო დაწესებულება — თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო, ასევე უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ქუჩას აქვს 1 შესახვევი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]