ბოჭორმის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოჭორმის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები ნავთლუღის (ძველი) ქუჩა, ალავერდის ქუჩა

ბოჭორმის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ნავთლუღის (ძველი) ქუჩა, ასეა თბილისის 1895 წლის რუკაზეც. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ალავერდის ქუჩა. ბოჭორმის ქუჩა ეწოდა 1946 წელს. ქუჩაზეა ყოფილი რიტუალების სასახლე (1985; არქიტექტორები: ვ. ჯორბენაძე, ვ. ორბელაძე), რომლის წინ დგას ბრინჯაოს ქანდაკება — „დიონისე“ (მოქანდაკე გ. ჯაფარიძე. არქიტექტორი ვ. ჯორბენაძე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]