საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
დაფუძნდა 2001; 23 წლის წინ (2001)
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი გია კავთელიშვილი
მისამართი თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
seu.edu.ge

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, თბილისში. დაფუძნდა 2001 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დაფუძნდა 2001 წელს ილია ჭავჭავაძის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სახელით.

2007 წლიდან უნივერსიტეტი ფუნქციონირებს თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი შენობაში და პასუხობს საჭირო საგანმანათლებლო პირობებს.

2009 წელს უნივერსიტეტმა გაიარა აკრედიტაცია სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ.

2014 წელს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია 2020 წლამდე ახალი საავტორიზაციო სტანდარტების შესაბამისად .

ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 23 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათგან - 9 საბაკალავრო, 7 - დამატებითი/Minor სპეციალობის, 1 ერთსაფეხურიანი, და 5 სამაგისტრო პროგრამა.

უნივერსიტეტის შემდეგ 4 ფაკულტეტზე - ბიზნესის მართვის, სოციალური მეცნიერებების, იურიდიულ და სამედიცინო ფაკულტეტებზე მოღვაწეობს 133 პროფესორი და 97 მოწვეული ლექტორი.

2014, 2015 და 2016 წლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების და მობილობის შედეგების შესაბამისად, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

უნივერსიტეტში ჩარიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკალავრის პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე აბიტურიენტებს ჩარიცხვის უფლება გააჩნიათ ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. აბიტურიენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია სეუ-ში მიმდინარეობს რექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გაიცემა სეუ-ს რექტორის ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ.

სეუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე ასევე დასაშვებია ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე და ეს რეგულაცია მოქმედებს შემდეგნაირად:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • პირებისათვის, რომლებიც არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, სწავლობენ ან სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები და  კვალიფიკაცია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში[1].

სამაგისტრო პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების/საერთაშორისო გამოცდების, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე. სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხო ენაში (B2 დონე).

სეუ-ში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა დასაშვებია:

  • მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ ან სწავლობდნენ და მიღებული აქვთ საკმარისი კრედიტები და კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში[2].

პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან.

საერთაშორისო პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Riga Buisness School
  • Technische Universität München
  • Sathyabama Institute of Science and Technology
  • University of medicine and pharmacy of Târgu Mureș
  • RISEBA

პარტნიორები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]