წითელფრთიანი კლდეცოცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წითელფრთიანი კლდეცოცია
Tichodroma muraria NAUMANN.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Tichodroma muraria
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22711234

წითელფრთიანი კლდეცოცია (ლათ. Tichodroma muraria) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 18 სმ. აქვს სადგისისებრი ნისკარტი, რუხი ზურგი, შავი ბოლო და სხეულის ქვედა მხარე, ჟოლოსფერ-წითელი, შავლაქებიანი ფრთები. გავრცელებულია ევროპისა და აზიის მთიანეთში. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყლების კლდეებზე, ვერტიკალურად ზღვის დონიდან 3000 მ-იდან 4700 მ-მდე, იშვიათად გვხვდება ღრმა, დაბურულ ხეობებში. გვხვდება კარპატებში, კავკასიაში (მ.შ. საქართველო), შუა აზიასა და ალთაის მთიანეთში. ბუდობს კლდეების ნაპრალებში. ბუდეს იკეთებს ხავსის, ხმელი ბალახისა და ბალნისაგან. მაისში დებს 3-4 იშვიათად 5 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 17-18 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მწერებით, მათი კვერცხებით, მატლებითა და ჭუპრებით, უფრო იშვიათად — ობობებითა და სხვა უხერხემლოებით. ზამთრობით ნომადობს ვერტიკალური მიმართულებით. მცირერიცხოვანი, მრავალ ადგილას იშვიათი ფრინველია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]