შინაარსზე გადასვლა

წვირმის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წვირმის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. წვირმი
ფუნქციური სტატუსი გაუქმებული
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები
მასალა ქვა, ხე

წვირმის წმინდა გიორგის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში.

პატარა ეკლესია ქვისგანაა აგებული. კანკელის ქვემო ნაწილი, დაახლოებით 107 სმ სიმაღლისა, ქვისგანაა ნაშენი. ზემო ნაწილი ხისაა, სამი კამარა და ხის პატარა სვეტები აქვს. ხატებისთვის განკუთვნილი თაროები ხისგანაა გაკეთებული და კანკელზეა მიშენებული. ეკლესია შიგნიდან მოხატული ყოფილა, მაგრამ ფრესკები გაფუჭებული და შემჭვარტლულია. ფრესკის დასავლეთ კედელზე ეკლესიის ამგები ყოფილა გამოსახული. ის ქართულ ტანისამოსშია გამოწყობილი, თავზე სკუფიის მსგავსი ქუდი ახურავს, რომელიც ჯვრის სახის მარგალიტებითაა შემკული. მარჯვნივ სანახევროდ გადასული წარწერაა, რომელშიც შემდეგი სიტყვების ამოკითხვაა შესაძლებელი:

სახელითა ღმრთისათა მოიხატა წმიდაი ესე ეკლესიაჲ გუხაფათის ჴელითა ზვიადისა. ჴელოსნობასა პაიშისა (?) ...

მარცხნივ მეორე ნაწერწერაა, რომელიც კიდევ უფრო გაფუჭებულია და უფრო ძნელი გასარჩევია:

ესე არს თ[ავად]]ი აარონ ...

ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე ტრაპეზია მიშენებული. მის ზემოთ და ფანჯრის ქვემოთ კედელზე მაცხოვრის თავია დახატული.

ამჟამად ეკლესია მიტოვებულია და იქ არცერთი ნივთი არაა. ერთ დროს ეკლესია სოფლის მთავარი სამლოცველო ყოფილა და აქ წმინდა გიორგის ოქროთი შეძერწილი დიდი ხატი ინახებოდა, რომელიც დღეს გაშიშვლებულია.

2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, წვირმის წმინდა გიორგის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

  • თაყაიშვილი, ე. (1937). არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს. პარიზი. გვ, 224-226.