შინაარსზე გადასვლა

წეროვნის დევნილთა დასახლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წეროვნის დევნილთა დასახლება

წეროვნის დევნილთა დასახლება მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვნის გვერდით. დაარსდა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. დასახლებაში არის 2001 კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლი.[1] თითოეულის ფართობია 57 კვადრატული მეტრი. 2015 წლის მონაცემებით, დასახლებაში ცხოვრობს 1954 ოჯახი (6433 ადამიანი)[1], რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან დევნილები.