წერილები ივო ჯიმადან
იერსახე
| „წერილები ივო ჯიმადან“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | კლინტ ისტვუდი |
| პროდიუსერი | კლინტ ისტვუდი, სტივენ სპილბერგი, რობერტ ლორენცი |
| სცენარის ავტორი | ირის იამაშიტა |
| ნაწარმოები |
„წერილები უფროსი მეთაურისგან“ — ტადამიჩი კურიბაიში |
| ისტორია | ირის იამაშიტა, პოლ ჰაგისი |
| როლებში | კენ ვატანაბე, კაზუნარი ნინომია |
| მუსიკა | კაილ ისტვუდი, მაიკლ სტევენსი |
| ხმის ოპერატორი | ალან რობერტ მარი, ბუბ ასმანი |
| ოპერატორი | ტომ სტერნი |
| მონტაჟი | ჯოელ კოქსი, გერი როუჩი |
| სტუდია | Malpaso Productions, Amblin Entertainment, DreamWorks Pictures |
| დისტრიბუტორი | Warner Bros. |
| გამოსვლის თარიღი | 20 დეკემბერი, 2006 |
| ხანგრძლივობა | 141 წუთი |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | იაპონური |
| ბიუჯეტი | $19 მლნ |
| შემოსავალი | $68 673 228 |
| წინა | ჩვენი მამების დროშები |
წერილები ივო ჯიმადან (იაპონ. 硫黄島からの手紙) — კლინტ ისტვუდის 2006 წლის ფილმი ივო-ძიმის ბრძოლის შესახებ. ეს იყო ამ ბრძოლის შესახებ ისტვუდის მეორე ფილმი, გადაღებული იაპონური თვალთახედვით. პირველი ფილმი, ამერიკული თვალთახედვით გადაღებული „ჩვენი მამების დროშები“, ისტვუდმა იმავე წელს გამოუშვა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ჯარის წინაშე დგას ამოცანა, დაიცვას და შეინარჩუნოს კუნძული ივო ჯიმა, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ფლოტი უტევს. იაპონიის არმიის გენერალი გადაწყვეტს, სურიბაჩის მთის მიწისქვეშა სამალავებში განათავსოს საკუთარი არმია. იაპონელთა ბრძოლის ისტორიას ერთ-ერთი ჯარისკაცის წერილები შემოინახავს, რომელთაც ათწლელების შემდეგ იპოვნიან სურიბაჩის სანგრების ნანგრევებში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის
- ოსკარი საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის: ალან რობერტ მარი, ბუბ ასმანი