შინაარსზე გადასვლა

წევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წევის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
რაიონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარგვეთისა და უბისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
თარიღდება XI საუკუნე


წევის ეკლესია - წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ ზედა წევაში, (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივები ეკლესიის აშენებას თამარ მეფეს უკავშირებენ. ეკლესია 1863 წელს გადაუკეთებიათ. ეკლესია აშენებულია თლილი ქვისა და კირისაგან, არის ბაზილიკის ტიპის. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა. ეკლესიის აბსიდის მარცხენა ნახევარზე იატაკიდან 13 მეტრის სიმაღლეზე ქვიშაქვის კვადრზე შემორჩენილია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის ასოთა უმრავლესობა სტილიზებულია. საკურთხეველს და ნაწილობრივ შუა ეკლესიას შემორჩენილი აქვს ფრესკები. საკურთხევლის პილიასტრზე და მის კამარაზე დახატულია ნაწილობრივ დაზიანებული წმინდანები.

  • ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ. 145-146, თბილისი, 1995

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]