წაღვლის მეორე ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნაეკლესიარი.

წაღვლის მეორე ნაეკლესიარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთით, 150 მეტრზე, ადგილ ჩოჩქოლიკარზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნატეხი ქვიშაქვით ნაგები დარბაზული ეკლესიისგან შემორჩენილია სამხრეთი კედლის პატარა ნაწილი პილასტრთან ერთად და ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. ეკლესიის სიგანე 6,2 მეტრია. კარი დასავლეთით ჰქონია. ნანგრევები დაფარულია მიწით. იკითხება მხოლოდ დასავლეთი კედლის კონტური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]