შინაარსზე გადასვლა

წანგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წაღა[1][2], წანგიონი ან წანგია (ბერძ. τζαγγίον. τζαγγία) — ფეხსაცმლის ტიპი ბიზანტიის იმპერიაში, რომელიც მოგვიანებით ბიზანტიის იმპერატორების უმნიშვნელოვანეს საიმპერატორო რეგალიად გადაიქცა.

IV საუკუნეში წანგები ელეგანტურ ფეხსაცმლის ტიპად ითვლებოდა, თუმცა ის საიმპერატორო რეგალიად გვიან მოგვევლინა, რაც სავარაუდოდ აღმოსავლური, სასანიანთა ირანის გავლენის შედეგია.[3] პირველად წანგები, როგორც სამეფო ძალაუფლების ნიშანი, იოანე მალალას ჩანაწერებში გვხვდება, როდესაც ის აღწერს ლაზეთის მეფე წათე I-ის გამეფებას იმპერატორ იუსტინეს კარზე, სადაც წათე ძვირფასი სამოსით, სამეფო გვირგვინითა და ასევე წანგებით შეიმოსა, რომელიც მორთული იყო ძვირფასი თვლებით — „აღმოსავლურ სტილში“ — განსხვავებით რომაელი იმპერატორებისგან, რომლებიც კოტურნუსებს ატარებდნენ.[3] X საუკუნისთვის წანგების ტარება უკვე ასოცირდებოდა საიმპერატორო წოდებასთან, იმდენად რომ ყოველი მეამბოხე და ტახტის პრეტენდენტი მისი ჩაცმით ამტკიცებდა საიმპერატორო წოდების უზურპაციას.[3] XIV საუკუნის შუა ხანებში, ბიზანტიელი მწერალი, გიორგი კოდინოსი გვამცნობს, რომ „წანგია“ იყო მაღალი ფეცსაცმელი, რომელიც მორთული იყო მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით.[3]

ტერმინი წანგარიოსი (ბერძ. τζαγγάριος) მოგვიანებით ბერძნული სიტყვა წანგარის (ბერძ. τσαγκάρης) ფუძე გახდა, რაც ქართულად მეწაღეს ნიშნავს.[3]

  • Kazhdan, Alexander (1991). „Tzangion“. In Kazhdan, Alexander (ed.). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 2135. ISBN 978-0-19-504652-6.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  1. წაღა, წუღა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 2023-10-18
  2. მარი ნ., „Из поездки в Турецкий Лазистан“ (Впечатления и наблюдения), გვ. 630
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Kazhdan 1991, p. 2135.