გიორგი კოდინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი კოდინოსი)
Jump to navigation Jump to search

გიორგი კოდინე (ბერძ. Γεώργιος Κωδινός) — ბიზანტიელი ისტორიული ქრონიკების ავტორი, რომლის ბიოგრაფია უცნობია. მას მიაკუთვნებენ ორ ნაწარმოებს:

1) „პატრია” (Patria Konstantinoupoleos), სავარაუდოდ შეთხზული უნდა იყოს XI–XII საუკუნეებში. შედგება 5 ნაწილისაგან. მასში მოცემულია ქ. კონსტანტინოპოლის დაარსების ამბავი და ტოპოგრაფიული აღწერა. უკანასკნელი ნაწილი — „წმინდა სოფიოს ტაძრის აშენების შესახებ” — უმეტესად ლეგენდარულ ცნობებს შეიცავს. ნაშრომი შუა საუკუნეებში ქართულად ყოფილა თარგმნილი (ერთ-ერთი ხელნაწერი გამოსცა ექვთიმე თაყაიშვილმა);

2) თხზულება De Officiis ბიზანტიის სამეფო კარის თანამდებობათა კრებულია. იგი XIV საუკუნეში უნდა იყოს შედგენილი, ლიტერატურაში ფსევდოკოდინეს ნაწარმოებს უწოდებენ. მასში მოიპოვება მოკლე ცნობა საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ასულის, ბიზანტიის დედოფლის მარიამის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]