შინაარსზე გადასვლა

ძუკათკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძუკათკარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძუკათკარში. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

ეკლესია მთლიანად ჩამოქცეულია, მაგრამ შესაძლებელია თვალი გაადევნო და ვიზუალურად აღადგინო სამეკლესიანი ბაზილიკის გეგმა. სამშენებლო მასალად გამოყენებული იყო რიყის ქვა და შირიმი. ცენტრალური ნავის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩანს ნალისებრი ფორმის აბსიდის ფრაგმენტი. აბსიდის შემორჩენილი სამხრეთი მხარი საკმაოდ წინ არის გამოწეული, ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია შირიმის ქვის პილასტრი. აქვეა შესასვლელი ღიობი, რომელიც ჩრდილოეთ ნავს უკავშირდება.

სამხრეთ ნავის მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტები იკითხება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]