ძერენი
იერსახე
| ძერენი | |||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||
| Procapra gutturosa (Pallas, 1777) | |||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 18232 | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ძერენი (ლათ. Procapra gutturosa) — ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 105-150 სმ. მასა 20-39 კგ აღწევს. რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელთა სიგრძეა 18-28 სმ. სხეულის შეფერილობა ზემოდან მოყვითალოა, მუცელი მოთეთროა. გვხვდება უმთავრესად ცენტრალური აზიის სტეპურ და ნახევარუდაბნო რაიონებში (მონღოლეთი, ჩინეთი). 1950-იან წლებამდე ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლეთში, რომლის არეალი ამჟამად შემცირებულია. სწრაფად დარბის (60-65 კმ/სთ) და აქვს კარგი მხედველობა. კარგად ცურავს. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ტყავს, რქებსა და ხორცს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 268.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძერენი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
