ცხრაფეხაჭამია მაკაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცხრაფეხაჭამია მაკაკა
Ngarai Sianok sumatran monkey.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ანთრისებრნი
გვარი:  მაკაკა
სახეობა:  ცხრაფეხაჭამია მაკაკა
ლათინური სახელი
Macaca fascicularis (Raffles, 1821)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 12551
გავრცელება
Crab-eating Macaque area.png

ცხრაფეხაჭამია მაკაკა (ლათ. Macaca fascicularis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო ზომის მაიმუნია, სხეულის სიგრძე 40-დან 60–65 სანტიმეტრამდე მერყეობს. მამლის მასა 4–8,5 კგ-მდე, დედლისა კი 2,5–3,8 აღწევს. კუდი გრძელია, თითქმის ნახევარი მეტრის სიგრძისა. კიდურები მოკლეა. ბეწვი რუხია, დაჰკრავს მომწვანო ელფერი; თავზე აქვს მუქი ქოჩორი, ახასიათებს ღია ულვაშები და ბაკენბარდები.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრაფეხაჭამია მაკაკა ფართო არეალს იკავებს აღოსავლეთ ბანგლადეშიდან მიანმარის, ტაილანდის, ინდოჩინეთისა და მალაის არქიპელაგის კუნძულების გავლით ფილიპინებამდე. წარმოადგენს ხმელეთის ძუძუმწოვრის იშვიათ შემთხვევას, რადგან არღვევს უოლესის ხაზს. ბინადრობს ვაკის ტროპიკულ ტყეებში, როგორც პირველად, ისე ხელშეხებულ და მეორეულში, მათ შორის ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს, აგრეთვე მანგროს ტყეებში. კარგად ცურავს.

აკლიმატიზირებულია ბუნებრივი არეალის გარეთ რამდენიმე რაიონში, ნაწილობრივ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში, პალაუს არქიპელაგის კუნძულ ანგუარსა და მავრიკზე. კუნძულებზე, სადაც ადგილობრივი ფაუნა ფორმირებულია დიდი ზომის ძუძუმწოვრების გარეშე, ცხრაფეხაჭამია მაკაკა ბიომრავალფეროვნებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოვლისმჭამელია. მიუხედავად იმისა, რომ ნადავლის მოვოპება წყალშიც შეუძლია, ცხრაფეხები მისთვის მთავარ საკვებს არ წარმოადგენს. საჭმელად იყენებს ხილს, კენკრას, ფოთლებს, კაკალს, მწერებს, მუცელფეხიანებსა და კიბოსნაირებს.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავლდება მთელი წლის განმავლობაში. ბუნებრივი არეალის ადგილებში შობადობის მაქსიმუმს წარმოადგენს გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისი. სხვა კლიმატურ ზონებში ეს ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ორი მაკაკის კლონირება მოახდინეს.[1][2][3][4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Liu, Zhen et al. (24 January 2018). "Cloning of Macaque Monkeys by Somatic Cell Nuclear Transfer". Cell (journal). . http://www.cell.com/cell/fulltext/S0092-8674(18)30057-6. წაკითხვის თარიღი: 24 January 2018.
  2. Briggs, Helen. “First monkey clones created in Chinese laboratory“, BBC News, 24 January 2018. წაკითხვის თარიღი: 24 January 2018. 
  3. Associated Press. “Scientists Successfully Clone Monkeys; Are Humans Up Next?“, The New York Times, 24 January 2018. წაკითხვის თარიღი: 24 January 2018. 
  4. Chinese Scientists Clone Monkeys Using Method That Created Dolly The Sheep. NPR (January 24, 2018).