ცხინვალის ებრაული დასახლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ებრაული დასახლება — ძველი ცხინვალის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ნაწილი, რომელიც 1992 წლის შეიარაღებული ოსურ-ქართული კონფლიქტის და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სერიოზულად განადგურდა. ებრაელთა დასახლება ცხინვალში ცნობილია XIII საუკუნიდან ქართული და სომხური ანალების მიხედვით, როგორც ებრაელთა დასახლება. ისინი ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი და ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მთელი კავკასიის რეგიონის ეკონომიკაში.

შუა საუკუნეებში ცხინვალში მცხოვრები ადგილობრივი ებრაელები ქართულად ლაპარაკობდნენ და ვაჭრები იყვნენ. XVII საუკუნის ბოლოს ისინი ბამბის ნაწარმის რეალიზაციით იყვნენ დაკავებულნი.

XIX საუკუნეში ქალაქის ებრაული მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცხინვალის ქართველმა ებრაელებმა კავშირი დაამყარეს აშკენაზელ ებრაელებთან რუსეთის იმპერიის ევროპულ ნაწილში, საიდანაც ჩამოვიდნენ ცხინვალში რაბებიც კი. 1870-იან წლებში ქალაქის ებრაულ კვარტალში ფუნქციონირებდა შვიდი სინაგოგა და მათი რელიგიური სკოლა.

1864–1865 წლამდე ცხინვალსა და მის მიმდებარე რეგიონში მცხოვრები ებრაელები ეწეოდნენ ხელნაკეთობების დამზადებასა და ვაჭრობას, ასევე იყვნენ ებრაელები, რომლებიც გამოსყიდულნი იყვნენ თავს ბატონობისგან.

XIX საუკუნისათვის ებრაელები ფლობდნენ აგურის ქარხანასა და სხვა საწარმოებს, მათ თითქმის ყველა ქარხნის მაღაზია ჰქონდათ. ცხინვალში ორი საცხობი იყო, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში საუკეთესოდ მიიჩნეოდა. ასევე ებრაელები იყვნენ ცხინვალის ფეხსაცმლის მწარმოებლები. აწარმოებდნენ ქუდებს. ჰქონდათ თავიანთი თონეები და სამკერვალო დაწესებულებები.

XX საუკუნის დასაწყისში ცხინვალში უფრო მეტი ებრაელი ცხოვრობდა, ვიდრე ქართველები, ოსები თუ სომხები. 1917 წელს ქალაქში იუდეველთა 38.4% იყო, ქართველები - 34.4%, სომხები - 17.7%, ოსები - 8.8%. ადგილობრივი ებრაელების სალაპარაკო ენა ქართული იყო. თითქმის არც ერთ მათგანს არ ლაპარაკობდა ებრაულად, ივრითზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს აქ დეპორტირებული ებრაელი ლტოლვილების შემოდინების გამო ებრაული საზოგადოება გაიზარდა, რომელთაგან ბევრი აღმოჩნდა სავაჭრო სექტორებში. ადგილობრივი მაცხოვრებლების მოგონებების თანახმად, ებრაელებს რეგიონში საუკეთესო სამკერვალოები ჰქონდათ.

ებრაელების ნელ-ნელა ცხინვალის დატოვება დაიწყო 1970-იანი წლების შუა ხანებში. დანარჩენმა ნაწილმა ქალაქი 1989 წელს და 90-იანი წლების დასაწყისში დატოვა, ოსურ-ქართული შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ. პრობლემა გართულდა იმით, რომ ადგილობრივი ებრაელები ქართულენოვანი მოსახლეობა იყო და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ ქალაქი ლტოლვილებთან - ქართველებთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]