ცხემვანის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხემვანის ხიდი

ცხემვანის ხიდიქვისთაღოვანი ხიდი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კინტრიშის ხეობაში. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ცხემვანის ხიდის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე 2.55 მეტრი. სიმაღლე კი წყლის ზედაპირიდან 9 მეტრი. ხიდის სისქე კამარის ბოლოს 0.56 მეტრს აღწევს, რაც, როგორ წესი, ბურჯებისკენ თანდათან იზრდება. მარჯვენა მხარე ხელოვნურ ბურჯს ეყრდნობა, ხოლო მარცხენა მხარე ბუნებრივ კლდეზეა დაყრდნობილი.

2012 წლის შემოდგომაზე ხიდს ჩაუტარდა რესტავრაცია: სავალი ნაწილი გაიწმინდა მიწისა და დაზიანებული ნაწილისაგან, ხიდის ზედაპირი გაიწმინდა მცენარეული საფარისაგან და დამუშავდა ბიოქიმიურად, გამოქარული ნაკერები გაიწმინდა, გამოირეცხა და შეივსო კირის დუღაბით, გასუფთავდა ხიდის ქვედა ეკრანი, ხიდის სავალი ნაწილი შეივსო ახალი ქვებით.ეს ხიდი, ისევე როგორც, კინტრიშის ხეობაში არსებული ბასრიშელის ხიდი, თაღიანია და ნაგებია ნათალი ქვით, მისასვლელები ფლეთილი ქვით. ცხემვანის ხიდი ბასრიშელის ხიდს იმით ჩამოჰგავს, რომ ხიდს ხელოვნური ბურჯი მარჯვენა მხარეზე გააჩნია, მარცხენა მხარეზე კი ბურჯის მოვალეობას ბუნებრივი კლდე ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]