ცულთავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცულთავა
Puffin002.jpg
პოლარული ცულთავები (Fratercula arctica)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fratercula Brisson, 1760
სახეობები

ცულთავა[1][2][3], ცულნისკარტა[2] (ლათ. Fratercula) — ფრინველთა გვარი ალკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 30–35 სმ, მასა — 450–500 გ. მაღალი, კაშკაშა ნისკარტი გვერდებიდან ძლიერ შეკუმშულია. ზურგი შავია, სხეულის ქვედა ნაწილი — თეთრი. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. კარგად დადიან, ფრენენ, ცურავენ და ყვინთავენ. იკვებებიან მცირე თევზებითა და ზღვის უხერხემლოებით. ბუდობენ ჯგუფებად ან კოლონიებად ფლატეებიან ზღვის სანაპიროებზე; ერთ კვერცხს დებენ ღრმა სოროში, რომელსაც რბილ გრუნტში თხრიან, ან ქვების ქვეშ და კლდის ნაპრალებში. გამოჩეკილი ბარტყები დაფარულია გრძელი და ხშირი ღინღლით; ბუდეს მთლიანად შებუმბლულები ტოვებენ. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილიდან ახალ მიწამდე სანაპიროებზე ცხოვრობს პოლარული ცულნისკარტა (F. arctica), ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე — წყნარი ოკეანის ცულთავა (F. corniculata).

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარი მოიცავს 3 არსებულ და 1 გადაშენებულ სახეობას:[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ადრინდელი კლასიფიკაციებით ცალკე გვარში, ცულნისკარტაში (Lunda) იყო გაერთიანებული და ლათინურად Lunda currhata ეწოდებოდა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 200.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 puffin — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. Fratercula — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  4. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 94. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  5. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 86.
  6. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 244, თბ., 1987 წელი.
  7. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 83, 171, 193.
  8. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 86, 171, 194.