ცულნისკარტა
იერსახე
| ცულნისკარტა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Fratercula cirrhata (Pallas, 1769) | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22694934 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ცულნისკარტა, ქოჩორა ცულნისკარტა[1] (ლათ. Fratercula cirrhata) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 600-800 გ აღწევს. აქვს გვერდებიდან შებრტყელებული ძლიერი ნისკარტი, თვალებს უკან გრძელი ყვითელი ბუმბულების კონები. შეფერილია მოშავო-მურად, ლოყები თეთრია, ფეხები — წითელი. გავრცელებულია ალეუტის კუნძულებზე, ბერინგის ზღვის კუნძულებზე, ალასკაზე, აშშ-ში წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იაპონიაში. ნაპრალში დებს 1 კვერცხს. იკვებება წვრილი თევზით, ზღვის უხერხემლოებით. ცულნისკარტა კარგად ფრენს, ცურავს და ყვინთავს. ზოგან რეწვის ობიექტია (იყენებენ მის კვერცხებს, ხორცს, ნაწილობრივ ბუმბულს).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 244.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 83, 171, 193.
