ცრუყვითელი ხახვი
იერსახე
| ცრუყვითელი ხახვი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Allium pseudoflavum Vved. | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ცრუყვითელი ხახვი (ლათ. Allium pseudoflavum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხის ფორმის ბოლქვი. ღერო სიმაღლეში 10–25 სმ-ია. ფოთოლი 4-ია, ფორმით ძაფისებური, ნახევრად ცილინდრული, დაღარული, ყვავილედი მცირეყვავილიანია, მეჩხერი, გადაშლილი. გვირგვინი მოთეთრო-ყვითელია, იშვიათად – მოვარდისფრო. ყვავის და ნაყოფს იძლევა ივნის-ივლისში. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის დასავლეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე ქვიან და ღორღიან ადგილებში.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 24.