ცისფერგულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცისფერგულა
Luscinia svecica volgae.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
ოჯახი: მემატლიასებრნი
ლათინური სახელი
Luscinia svecica
დაცვის სტატუსი
Luscinia svecica distribution.png

ცისფერგულა, კურკურა (ლათ. Luscinia svecica) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მამალს ზურგი მურა აქვს, კუდი — შავნარევი წითური, გული ლურჯი — თეთრ- ან წითურხალიანი. დედალი უფრო ბაცია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, ზამთრობს სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ბუდობს მცირე კავკასიონზე, ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2100 მ. მაისში დებს 4-7 კვერცხს; ინკუბაცია გრძელდება 2 კვირას. იკვებება მწერებითა და კენკრით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]