ციმბირული ზუთხი
იერსახე
| ციმბირული ზუთხი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Acipenser baerii (Brandt, 1869) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Critically Endangered : 244 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
ციმბირული ზუთხი (ლათ. Acipenser baerii) — მტკნარი წყლის თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 2 მეტრამდე, მასა 200 კგ-მდე. ბინადრობს ციმბირის ყველა დიდ მდინარეში ობიდან კოლიმამდე. ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილები მდინარეთა დელტებია (აქ სუქდებიან). სელენგაში, ქვირითობის მთავარ მდინარეში, შედის 1000 კმ სიგრძეზე. ყველაზე გრძელი მიგრაცია (3000 კმ-ზე მეტი) აღწერილია ობსა და ირტიშში, რაც დაკავშირებულია ზამთარში თევზების ყოველწლიურ გაწყდომასთან ამ მდინარეების შუა და ქვემო წელზე. ხელოვნური მოშენების ობიექტია.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.
