ციბრუტელასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ციბრუტელები.
ციბრუტელასებრნი

Gyrinus natator
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ციბრუტელასებრნი
ლათინური სახელი
Gyrinidae (Latreille, 1802)

ციბრუტელასებრნი (ლათ. Gyrinidae) — მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა. სიგრძით 3–10 (იშვიათად 27-მდე) მმ-სანი არიანი. აქვთ წვეთის ან თითისტარასებური ფორმის[1] მუქი ფერის ბზინვარე სხეული, ფართო ნიჩბისებური შუა და უკანა ფეხები, წინა — სატაცი. თვალები ტიხრითაა დაყოფილი 2 ნახევრად: ქვედა ნაწილი ემსახურება წყალქვეშა მხედველობას, ზედ კი — ხმელეთზე.[2] ბინადრობენ დამდგარ ან გამდინარე წყალსატევებში.[1] ბრუნავენ წყლის ზედაპირზე (აქედან სახელწოდება), ხშირად ყვინთავენ,[2] ცურავენ სწრაფად; ჩვეულებრივ ჯგუფებად არიან. მატლები ცხოვრობენ წყალსატევის ფსკერზე, ჭუპრდებიან ნაპირზე. ცნობილია 700-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია არიან მთელ მსოფლიოში, უპირატესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.[1] მტაცებლები არიან. იკვებებიან წყლის წვრილი ჭიებით და ფეხსახსრიანებით, მალარიის კოღოს მატლებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Савицкий В. Ю. Вертячки // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 189.
  2. 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 211.