ცვილის სურო
იერსახე
| ცვილის სურო | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ყვავილედი | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Hoya carnosa (L.f.) R.Br., 1810 | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ცვილის სურო (ლათ. Hoya carnosa) — ხვიარა მარადმწვანე ბუჩქი ქენდირისებრთა ოჯახისა. ზოგჯერ უწოდებენ ცვილის ხესაც (შდრ. ცვილის ხე).[1] აქვს ხორცოვანი და მბრწყინავი ფოთლები, ვარდისფერი და სურნელოვანი ყვავილები, რომლებიც ცვილისგან გაკეთებულს გავს (აქედან სახელწოდება) და შეკრებილია ქოლგებში.[2] იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ავსტრალიის ტენიან სუბტროპიკულ ტყეებში.[1] როგორც ოთახის მცენარეს, ძველი დროიდან ზრდიან მეორე სახეობასთან — Hoya bella-სთან ერთად, რომელიც მიანმარის ტყეებში გვხვდება.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 ცვილის სურო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.
- 1 2 Восковое дерево // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.