დიდოური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცეზური ენა)
Jump to navigation Jump to search
დიდოური ენა
დიდ. цезйас мец
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 20 000
ლინგვისტური კლასიფიკაცია დიდოური ენები
დამწერლობის სისტემა კირილური დამწერლობა
ენის კოდები ddo
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-ddo}}

Incubator-logo.svg ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — დიდოური ენა

დიდოური ენა, ცეზური ენა (დიდ. цезйас мец [t͡sɛzˈjas mɛt͡s] — „ცეზიას მეც“) — იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ჯგუფის დიდოური ქვეჯგუფის ენა. იგი გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაცია) წუნტის რაიონში — ისტორიულ დიდოეთში. დაღესტანში ცეზურად ლაპარაკობს 20 ათასამდე კაცი — დიდოელები. გარდა ამისა, ცეზურად მოლაპარაკე მოსახლეობა არის თურქეთში (2 ათასამდე კაცი, გადასახლდნენ დიდოეთიდან მუჰაჯირობის დროს XIX საუკუნის 70-იან წლებში) და საქართველოში - ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურესა და სარუსოში (ასამდე კაცი).

ცეზურში გამოიყოფა ქიდიროულ-ასახური და საჰადური დიალექტები. მათ შორის განსხვავება უმნიშვნელოა. ხსენებულ ენას ასევე ფლობენ სხვა დიდოური ტომებიც: ჰინუხელები, კაპუჭელები (ბეჟიტელები) და ჰუნზიბელები, რომლებიც ლაპარაკობენ ცეზურის მონათესავე ენა-კავებზე. ამასთან ჰინუხური ენა შეიძლება განვხილულ იქნას, როგორც ცეზურის მესამე დიალექტი.

დიდოური ენაში გამოიყოფა ორი დიალექტი: საკუთრივ დიდოური და საჰადური. საჰადურ დიალექტზე ლაპარაკობენ აულების – საჰადის, მითლუდისა და თლაცუდის მცხოვრებნი. სხვა დიდოური აულების მცხოვრებნი მეტყველებენ საკუთრივ დიდოურ დიალექტზე, რომელიც იყოფა კილოკავებად: ქიდიროული, შაიტლური, ასახური, შაფიხური, ელბოყური. დიდოური ენის ფონეტიკაში თავისებურებას ქმნის სადა ხმოვნებისა (ა, ე, ი, ო, უ) და მათი გრძელი სახეობის (ა̄. ე̄, ი̄, ო̄, უ̄) გვერდით წარმოდგენილი ვიწრო ხმოვნების (ა′, ე′, ი′, ო′, უ′ – თავისი გრძელი ვარიანტებით: აт, ეт, იт, ოт, უт), ნუნისმიერი ლატერალებისა (ლ‘ ლˊ ტ‘) და ე. წ. ფარინგალიზებული თანხმოვნების (ღ‘, ხ‘, პ‘, ყ‘) არსებობა. ხმოვანთა შერწყმაში ნათლად ჩანს დიალექტური სხვაობანი. სახელთა მორფოლოგიაში ძირითად ბრუნვებს (სახ., ერგატივი, მიც., ნათ.) შორის აღსანიშნავია ინსტრუმენტალისი (რომელიც ადამიანთა სახელებთან არ დასტურდება). დიდოური ენაში, ძირითად ბრუნვათა გარდა, წარმოდგენილია ერთ- და რამდენიმე თანდებულიანი ბრუნვა, ერთდა ორფუძიანი ბრუნება, განსაზღვრული და განუსაზღვრელი ფორმების გარჩევა ბრუნებაში. ზმნის ინფინიტივი ორი სახისაა: – ა და – დ – ა მორფემიანი. ზმნის უღვლილებაში დროთა ძირითადი ფორმებისა და კითხვითობაუარყოფითობის წარმოება დიალექტურ სხვაობათა მტკიცე სისტემას იძლევა. დიდოური ენაში წინადადების შემდეგი კონსტრუქციებია: ნომინატიური, ერგატიული, დატიური, ლოკატიური და პოსესიური. დიდოური ენაში მრავლადაა ზმნის საგარემოებო ფორმები, რაც რთული დამოკიდებული წინადადების გადმოცემის ძვ. საშუალებაა. ლექსიკაში ბევრია ხუნძურიდან შეთვისებული სიტყვები. შეიმჩნევა ქართული ენის გავლენაც.

ცეზური უმწერლობო ენაა. დიდოელები სამწერლობო ენის სტატუსით იყენებენ ხუნძურს და ქართულს. ამ ბოლო დროს დაღესტანში არის ტენდენცია, შეიქმნას ცეზური ლიტერატურული ენა. ამ ენაზე ქმნიან საკუთარ ნაწარმოებებს ახალგაზრდა ავტორები: მუჰამედ ლაბაზან-ჰაჯი, რომალიავზას არსენი, აბაქარეს ხალილი და ა.შ. სხვათა შორის, ცეზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე შექმნა მუჰამედ ლაბაზან-ჰაჯიმ, თუმცა უფრო მეტად გავრცელებულია ხუნძურ კირილიცაზე დაყრდნობით შექმნილი ანბანი. ქართულ ენათმეცნიერებაში ცეზურს „დიდოურ ენას“ უწოდებენ.

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დიდოური დამწერლობა.

1993 წლიდან დაიწყო დიოურ ენაში კირილური ანბანის დანერგვა. ანბანი წარდგენილი იყო მიხეილ ალექსეევის მიერ[1]:

А а А̄ а̄ Б б В в Г г Гъ гъ Гь гь Д д Е е
Ё ё Ж ж З з И и Й й К к Къ къ Кь кь КӀ кӀ
Л л Лъ лъ ЛӀ лӀ М м Н н О о П п ПӀ пӀ Р р
С с Т т ТӀ тӀ У у Ф ф Х х Хъ хъ ХӀ хӀ Ц ц
ЦӀ цӀ Ч ч ЧӀ чӀ Ш ш Э э Ю ю Я я '

თანხმოვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Bilabial Dental Lateral Alveolar Palatal Velar Uvular Pharyngeal Glottal
Stops [p] [b] [pʼ]
p b pʼ
п б пӀ
ფ ბ პ
[t] [d] [tʼ]
t d tʼ
т д тӀ
თ დ ტ
[k] [ɡ] [kʼ]
k g kʼ
к г кӀ
ქ გ კ
[qʼ]

къ
Affricates [t͡s] [t͡sʼ]
c cʼ
ц цӀ
წ ც
[t͡ɬ] [t͡ɬʼ]
ƛ ƛʼ
лӀ кь
[t͡ʃ] [t͡ʃʼ]
č čʼ
ч чӀ
ჭ ჩ
[q͡χ]
q
хъ
Fricatives [s] [z]
s z
с з
[ɬ]
ł
лъ
[ʃ] [ʒ]
š ž
ш ж
შ ჟ
[χ] [ʁ]
x ɣ
х гъ
ხ ღ
[ħ] [ʕ]
ħ ʕ
хӀ гӀ
[h]
h
гь
Nasals [m]
m
м
[n]
n
н
Liquids [r]
r
р
[l]
l
л
Semivowels [w]
w
в
[j]
y
й

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურჭულაძე გ., იმნაიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 424, თბ., 2012 წელი.
  • Ломтатидзе Э., «Гинухский диалект дидойского языка». Тб., 1963
  • Дирр А. М. «Материалы для изучения языков и наречий Андо-Дидойской группы». Тиф. 1909

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]