ჩხერის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩხერის ციხე

ჩხერის ციხე, ზარნის ციხე, მელისკარიშუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერის ტერიტორიაზე; მდებარეობს მაღალ, კლდოვან მთაზე. წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. აგებულია XV-XVII საუკუნეებში.

ციხესიმაგრე შემორჩენილია ნახევრად დანგრეული სახით; შედგება ზედა და ქვედა ციხეებისგან. ზედა ციხეში არის სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, ქვევრები და წყლის აუზი.

ჩხერის ციხის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს:

ვიკიციტატა
„ჩხერიმელაზევე, არს სამხრით ჩხერის ციხე, მაგარი და მტერთაგან აუღებელი. ამ ციხისაგან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელად, ანუ წყლის ჩხერისაგან კლდესა დინებითა.[1]

2018 წლის 18 იანვარს ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხერის ციხე
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩხერის ბრძოლა.

ჩხერის ციხე ძნელად ასაღები სიმაგრე ყოფილა. ეკუთვნოდა აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს. 1762 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა აიძულა ჩხერის ციხის პატრონი ნიკოლოზ აბაშიძე, მისთვის მიეყიდა ციხესიმაგრე; ამის შემდეგ ის სამეფო ხელისუფლებას მიეკუთვნებოდა.

1774 წელს, როდესაც ვახანელმა აბაშიძეებმა თურქ-ოსმალთა ათასკაციან ამალას იმერეთისაკენ გზა გაუხსნეს, ჩხერის ციხესთან სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ სასტიკად დაამარცხეს ოსმალები. ეს იყო ჩხერის ბრძოლა.

1810 წელს, როდესაც სოლომონ მეორის ინიციატივით დაიწყო რუსთა ბატონობის წინააღმდეგ მიმართული იმერეთის აჯანყება, რუსებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩხერის ციხის მეციხოვნეებმა, რის გამოც რუსმა ჯარისკაცებმა გადაწვეს სოფელი ჩხერი. საბოლოოდ რუსეთის იმპერიასთან იმერეთის შეერთების წინა პერიოდში ჩხერის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]