ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
Северо-Осетинский государственный университет имени К. Л. Хетагурова | |
დაფუძნდა | 1920 წელს |
ატარებს სახელს | კოსტა ხეთაგუროვი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ოგოევ ალან ურუზმაგოვი |
მისამართი | 362025, ვლადიკავკაზი, ბატუტუნას ქუჩა N 44-46 |
მდებარეობა | რუსეთი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა, ვლადიკავკაზი. |
ქვეყანა | რუსეთი |
http://www.nosu.ru/ |
კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Се́веро-Осети́нский госуда́рственный университе́т имени К. Л. Хетагу́рова, ოს. Хетæгкаты Къостайы номыл Цæгат Ирыстоны паддзахадон университет) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციაში. იგი დაარსდა 1920 წელს და მას კოსტა ხეთაგუროვის სახელი უწოდეს. ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვლადიკავკაზში არის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო დაწესებულება. დღეისათვის უნივერსიტეტი შედგება 17 ფაკულტეტისგან. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მთის ტერიტორიების მდგრადი განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტი, ოსური ენის ისტორიისა და განვითარების ინსტიტუტი. 2000 წლიდან უნივერსიტეტმა წამოიწყო და მონაწილეობა მიიღო ერთობლივ კვლევით და აკადემიურ პროექტებში ევროკომისიასთან, გაეროსთან და სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომობით. ბოლო წლებში 500-ზე მეტმა სტუდენტმა და პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამეცნიერო გაცვლით პროგრამებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერსკის სახალხო განათლების ინსტიტუტი გაიხსნა 1920 წლის 20 აგვისტოს. ინსტიტუტი განთავსებული იყო ყოფილი ოლგინსკაიას ქალთა გიმნაზიის შენობაში, ვლადიკავკაზში, მარიინსკაიას ქუჩაზე. გეორგი კესაევი გახდა ინსტიტუტის პირველი დირექტორი. ინსტიტუტმა თავისი საქმიანობა დაიწყო სოციალურ ისტორიასა და ფიზიკა-მათემატიკაში.
1921 წელს რეგიონი გადაკეთდა მთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. ამ მხრივ უნივერსიტეტს ეწოდა მთის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1922/1923 სასწავლო წლამდე მას ეწოდებოდა სახალხო განათლების მთის პრაქტიკული ინსტიტუტი. ინსტიტუტმა შექმნა ახალი განყოფილებები: პედაგოგიური, ქიმიურ-ტექნიკური, ფიზიკურ-ტექნოლოგიური და სოციალურ-ლიტერატურული განყოფილებები რუსული, ოსური, ყაბარდო-ბალყარული და ყარაჩაი-ჩერქეზული დანაყოფებით.
2017 წელს ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტული პროექტის „უნივერსიტეტები, როგორც ინოვაციების შექმნის ცენტრები“ კონკურსის გამარჯვებული და მიიღო რეგიონის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სოციალური განვითარების უნივერსიტეტის ცენტრის სტატუსი.
განათლება და მეცნიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტს აქვს 17 ფაკულტეტი და 52 განყოფილება. არსებობს 6 კვლევითი ცენტრი.
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისერნეტის კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოჩნდნენ არაერთი პროფესორი და პედაგოგი, რომლებიც მონაწილეობდნენ აკადემიური ხარისხის დაუსაბუთებელ მინიჭებაში ან იცავდნენ დისერტაციებს აკადემიური ეთიკის დარღვევით. ამ უნივერსიტეტში მსგავსი 32 შემთხვევაა აღიცხული. [1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2006-11-16 საიტზე Wayback Machine.
- North Ossetian University Rank&Review
- NORTH OSETIAN STATE UNIVERSITY AFTER K. L. KHETAGUROV
- დაარქივებული 2020-06-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ North Ossetian State University named after I. KL Khetagurova დაარქივებული 2020-03-22 საიტზე Wayback Machine. . rosvuz.dissernet.org. (In Russian)