შინაარსზე გადასვლა

ჩოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩოლას დინასტია)
ბრიჰადიშვარას ტაძრის კარიბჭე
სამხრეთ ინდოეთი ძვ. წ. 300 წელს. ჩერა, ჩოლა და პანდია.
ჩოლა 1120 წლისათვის

ჩოლა — სახელმწიფო და დინასტია სამხრეთ ინდოეთში უძველეს დროს და შუა საუკუნეებში. ჩოლის სახელმწიფოს ისტორიული ცენტრი იყო ტანჯავურის რაიონში. სახელმწიფო ენა – ტამილური. X საუკუნის დასასრულსა და XII საუკუნის შუა ხანებში ჩოლა ძლიერი მონარქიული სახელმწიფო იყო. ადრინდელი ფეოდალური ეპოქისათვის მაღალ განვითარებას მიაღწია მიწათმოქმედებამ, ხელოსნობამ და ვაჭრობამ, ტამილურმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ. XIII საუკუნეში ჩოლა გახდა ჰოისალას სახელმწიფოს ვასალი და მალე არსებობა შეწყვიტა. ჩოლას დინასტია ცნობილი იყო XVIII საუკუნემდე.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩოლა&oldid=3160176“-დან