ტანჯავური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ტანჯავური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 10°47′13″ ჩ. გ. 79°08′16″ ა. გ. / 10.78700000° ჩ. გ. 79.13780611° ა. გ. / 10.78700000; 79.13780611
ფართობი 36 კმ²
ცენტრის სიმაღლე 88±1 მეტრი
მოსახლეობა 222 943 (2011)
სატელეფონო კოდი 4362
საფოსტო ინდექსი 613001[1]
ოფიციალური საიტი http://www.municipality.tn.gov.in/thanjavur
ტანჯავური — ინდოეთი
ტანჯავური

ტანჯავური (ინგლ. Thanjavur; ასევე ცნობილი როგორც ტანჯაი; ყოფილი ტანჯორი) ― ქალაქი ინდოეთის შტატ ტამილნადუში. ტანჯავური სიდიდით მე-11 ქალაქია ტამილნადუში. იგი სამხრეტ ინდოეთში რელიგიური, ხელოვნებისა და არქიტექტურის მნიშვნელოვანი ცენტრია. ჩოლის მონასტრების დიდი ნაწილი, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, ტანჯავურში ან მის ირგვლივ მდებარეობს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბრიჰადეესვარის ტაძარი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ჩოლის იმპერატორმა, რაჯარაჯა I-მა ააგო. ქალაქში გავრცელებულია ტანჯავურის მხატვრობა, რომელიც რეგიონის უნიკალურ სამხატვრო სტილს წარმოადგენს. ქალაქი ტანჯავურის რაიონის შტაბია. იგი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. მდებარეობს კავერის დელტაში და ცნობილია როგორც ტამილნადუს ბრინჯის თასი. ქალაქი მუნიციპალური კორპორაციის სახით ადმინისტრირდება, რომლის ფართობიც 128.02 კმ²-ია. 2011 წლის მონაცემებით, მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 290 720 ადამიანს შეადგენს. უახლოესი აეროპორტი ტირუჩირაპალის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ქაალქიდან 59.6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. უახლოესი პორტია კარაიკალი, რომელიც ტანჯავურიდან 94 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქის აყვავების ხანა ჩოლას იმპერიის პერიოდს ემთხვევა, როდესაც ის იმპერიის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. ჩოლის დინასტიის დაცემის შემდეგ ქალაქს სხვადასხვა დინასტია მართავდა, მათ შორის: მუთარაიარის დინასტია, პანდიაები, ვიჯაიანაგარის იმპერია, მადურაის ნაიაკები, ტანჯავურის ნაიაკები, ტანჯავურის მარათები. მოგვიანებით ტანჯავური ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში შედიოდა. 1947 წლიდან დამოუკიდებელი ინდოეთის ნაწილია.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანჯავური 1869 წელს

ქალაქის სახელწოდება პორტმანტუა, „thanjam puguntha oor-დან“ (ტამილ. தஞ்சம் புகுந்த ஊர்) წარმოდგება და ნიშნავს „ქალაქს, სადაც ლტოლვილები დასახლდნენ“, რაც ქალაქის სტუმართმოყვარებაზე მიანიშნებს. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, სახელწოდება მომდინარეობს „ტანჯანიდან“. ტანჯანი იყოდემონი/ეშმაკი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მოკლეს და ასურამ ამ ადგილას ქალაქის აშენება ითხოვა. მოგვიანებით, დღევანდელი ტანჯავურის ტერიტორიაზე ვიშნუს ერთ-ერთმა ფორმამ, ნეელამეგჰა პერუმალმა ასურა მოკლა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანჯავურის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 10.8° განედი და აღმ. 79.15° გრძედი. ქალაქში მიედინება მდინარე კაუვერის შენაკადები: პუდჰაარუ, ვადაავარუ და ვენაარუ. ტანჯავური მდინარე კაუვერის დელტაში მდებარეობს, ჩენაიდან 314 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით და ტირუჩირაპალიდან 56 კმ-ით აღმოსავლეთით. მდინარე კაუვერის მიმდევარე ვაკეები უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული და კულტივაციისთვის გამოიყენებოდა, ტანჯავურის დიდი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორიები „ახალ დელტაში“ მდებარეობს, რომელიც მშრალი, უნაყოფო მიწაა, სადაც ირიგაცია XIX საუკუნის დასაწყისში გაიყვანეს.[2][3] ტანჯავურის სამხრეთით ვალემის პლატო მდებარეობს, პატარა პლატო, რომელსაც ქვიშაქვის ქედები ყოფს.[4] უახლოესი საზღვაო პორტია ნაგაპატინამი, რომელიც ტანჯავურიდან 84 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს. უახლოესი აეროპორტია ტირუჩირაპალის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 56 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქი ზღვის დონიდან 59 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქის საერთო ფართობი 36.33 კმ²-ია.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდი ტანჯავურში სასიამოვნოა. ამ პერიოდსი კლიმატი თბილი დღეებითა და გრილი ღამეებით ხასიათდება. ზაფხული მარტიდან იწყება და ტემპერატურა პიკს მაისის ბოლოსა და ივნისში აღწევს.[6] იანვრის საშუალო ტემპერატურა 27 °C-იდან (81 °F) მაისსა და ივნისში 36 °C-მდე (97 °F) მერყეობს. ზაფხულში წვიმები იშვიათია. პირველი მუსონი, სამხრეთ-დასავლეთ მუსონი, ივნისში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ჩრდილო-აღმოსავლეთი მუსონი ოქტომბერში იწყება და იანვრამდე გრძელდება.[6] სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს ნალექიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონთან შედარებით. საშუალო ნალექიანობის მაჩვებელი 940 მმ-ია, რომლის დიდი ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს მოდის.[3]

ჰავის მონაცემები — ტანჯავური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 34.2 38.5 41.4 43.0 43.4 43.0 41.6 41.2 40.2 40.5 35.6 36.0 43.4
საშუალო მაღალი °C 30.8 33.3 36.0 38.1 39.1 37.7 37.0 36.5 35.2 33.4 30.7 29.6 34.8
საშუალო დაბალი °C 20.6 21.5 23.6 26.3 27.2 26.8 26.2 25.7 24.9 24.4 22.8 21.4 24.3
რეკორდულად დაბალი °C 17.1 16.6 18.4 20.5 21.0 22.5 21.5 21.6 21.0 21.0 19.0 17.0 16.6
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 25.7 15.1 14.9 21.0 36.1 44.2 62.9 127.3 144.9 170.3 180.6 157.4 1 000,5
წვიმიანი დღეები საშუალოდ 1.7 0.8 0.8 1.2 2.3 2.8 3.5 6.0 6.7 8.1 8.0 6.6 48.4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 63 53 49 52 51 50 49 52 61 68 75 74 58
წყარო 1: India Meteorological Department[7][8]
წყარო 2: Central Research Institute for Dryland Agriculture[9]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია ტანჯავურში
რელიგია (%)
ინდუიზმი
  
82.87%
ისლამი
  
8.34%
ქრისტიანობა
  
8.58%
სიქიზმი
  
0.01%
ბუდიზმი
  
0.01%
ჯაინიზმი
  
0.06%
სხვა
  
0.11%
არარელიგიური
  
0.01%

2011 წლის აღწერის მიხედვით, ტანჯავურის მოსახლეობა დაახლოებით 250 000 ადამიანს შეადგენს. სქესობრივი თანაფარდობაა: 1 042 ქალი 1 000 კაცზე, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (929 ქალი 1 000 კაცზე) აღემატება.[10] წერა-კითხვის ცოდნის დონე 83.14%-ია, რაც საშუალო ერვონულ მაჩვენებელს აღემატება.[10] 2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 82.87% ინდუიზმის მიმდევარია, 8.34% ― მუსლიმია, 8.58% ― ქრისტიანი, 0.01% ― სიქჰი, 0.01% ― ბუდისტი, 0.06% ― ჯაინისტი, 0.11% ― სხვა რელიგიების მიმდევარია, ხოლო 0.01% არ არის რელიგიური ან არცერთ რელიგიას მიაკუთვნებს თავს.[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.mapsofindia.com/pincode/india/tamil-nadu/thanjavur/
  2. Hemingway 1907, p. 261
  3. 3.0 3.1 Gough, 1981, p. 5
  4. Hemingway 1907, p. 3
  5. About Thanjavur. Thanjavur Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 2 July 2012
  6. 6.0 6.1 National Agricultural developmental program – District agricultural plan of Thanjavur district. Centre for Agricultural and Rural Development Studies (2008). ციტირების თარიღი: 3 July 2012
  7. Station: Tanjavur Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 733–734. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 29 March 2020
  8. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 29 March 2020
  9. Agricultural Contingency Plan of District Thanjavur. CRIDA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.10.2013. ციტირების თარიღი: 13.12.2023.
  10. 10.0 10.1 Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
  11. Population By Religious Community – Tamil Nadu (XLS). Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2011). ციტირების თარიღი: 13 September 2015