ჩიტრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ჩიტრე
Chitré
Chitre.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა პანამის დროშა პანამა
პროვინცია ერერა
კოორდინატები 7°58′ ჩ. გ. 80°26′ დ. გ. / 7.967° ჩ. გ. 80.433° დ. გ. / 7.967; -80.433
დაარსდა 19 ოქტომბერი, 1848
ფართობი 91 კმ²
მოსახლეობა 50 684[1] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 556,97 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5

ჩიტრე მდებარეობა პანამა

Red pog.svg

ჩიტრე (ესპ. Chitré) — ქალაქი პანამაში, ერერას პროვინციაში. მდებარეობს პანამის ყურიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ასუეროს ნახევარკუნძულზე. სახელი „ჩიტრე“ მომდინარეობს ადგილობრივი ტომი ჩიტრასგან. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 50 684 ადამიანს შეადგენდა.

ისტორია[რედაქტირება]

ჩიტრე დაარსდა 1848 წლის 19 ოქტომბერს. როდესაც 1915 წელს ერერას პროვინცია შეიქმნა, ჩიტრე მისი დედაქალაქი გახდა. 1941 წელს, არნულფო არიასის პრეზიდენტობის დროს ერერას პროვინცია ლოს-სანტოსის პროვინციას შეუერთდა და ჩიტრე მათი საერთო დედაქალაქი გახდა. რიკარდო ადოლფო დე ლა გუარდიას პრეზიდენტობის დროს პროვინციები კვლავ გაიყო და ჩიტრე ისევ ერერას პროვინციის დედაქალაქად დარჩა.

1948 წლის 19 ოქტომბერს ჩიტრეში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს დაარსების ასი წლისთავი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩიტრე&oldid=2597074“-დან