არნულფო არიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არნულფო არიასი
პანამის 21-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 1940 – 9 ოქტომბერი, 1941
წინამორბედიაუგუსტო სამუელ ბოიდი (მ/შ)
მემკვიდრერიკარდო ადოლფო დე ლა გუარდია არანგო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ნოემბერი, 1949 – 9 მაისი, 1951
წინამორბედირობერტო ფრანსისკო ჩიარი რემონი
მემკვიდრეალსიბიადეს აროსემენა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 1968 – 11 ოქტომბერი, 1968

დაბადებული15 აგვისტო, 1901
პენონომე, პანამა
გარდაცვლილი10 აგვისტო, 1988
მაიამი, აშშ
პოლიტიკური პარტიაპანამელების პარტია
მეუღლეანა მატილდე ლინარესი (1927-1955)
მირეია მოსკოსო (1964-1988)
პროფესიაექიმი, მწერალი.
რელიგიაკათოლიკე

არნულფო არიას მადრიდი (ესპ. Arnulfo Arias Madrid; დ. 15 აგვისტო, 1901 — გ. 10 აგვისტო, 1988) — პანამელი პოლიტიკოსი, ექიმი, მწერალი და ქვეყნის პრეზიდენტი 1940-1941, 1949-1951 წლებში და 1968 წლის 1-11 ოქტომბერს[1]. იგი ცნობილია როგორც პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა 3-ჯერ თუმცა ვერცერთხელ ვერ დაასრულა დაკისრებული მოვალეობა. სამჯერვე დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კოკლეს პროვინციის დედაქალაქ პენენომეში. თავდაპირველად სწავლობდა მშობლიური ქალაქის საეკლესიო სკოლაში. შემდეგ სასწავლებლად გაემართა აშშ-ში, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტში შეისწავლა მედიცინა და ქირურგია. 1925 წელს დაბრუნდა პანამაში და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-პატრიოტულ პარტიას. 1931 წელს მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც დაამხეს ლიბერალი პრეზიდენტი ფლორენსიო არმოდიო აროსემენა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და მომდევნო წლიდან პრეზიდენტი გახდა მისი ძმა არმოდიო არიას მადრიდი.

1940 წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და 1 ოქტომბერს დაიკავა თანამდებობა. იანვარში მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც დააკანონა ქალთა საარჩევნო უფლებები. ამავდროულად მისი მმართველობა ხასიათდებოდა მასშტაბური რეპრესიებით და დაპატიმრებებით, პანამელი ხალხის უფლებების დარღვევით. არიასის პირველი პრეზიდენტობა დასრულდა 1941 წლის ოქტომბერში მოწყობილი სამხედრო გადატრიალებით, რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა რიკარდო ადოლფო დე ლა გუარდია არანგო.

1948 წელსაც იყრიდა კენჭის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ წააგო. თუმცა ერთი წლის შემდეგ ეროვნულმა კრებამ იგი გამარჯვებულად გამოაცხადა და გადასცა ხელისუფლება. ქვეყანაში კვლავ აყვავდა კორუფცია და 1951 წელს იგი კვლავ დაამხეს. 1964 წელს კვლავ დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო 1968 წელს გაიმარჯვა და 1 ოქტომბერს დაიკავა კიდეც თანამდებობა. მან სრული კონტროლი დაამყარა პანამის პარლამენტზე და უზენაეს სასამართლოზე. მისი მესამე პრეზიდენტობა სულ 11 დღე გაგრძელდა. 11 ოქტომბერს არიასი დაამხეს. პრეზიდენტი გაიქცა პანამის არხის ზონაში.

რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა მაიამიში, აშშ. 1978 წელს დაბრუნდა პანამაში და 1984 წელს 83 წლის ასაკში კვლკავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ დამარცხდა. მიუხედავად ოფიციალური შედეგებისა, დამკვირვებლების აზრით გამარჯვებული ის იყო. ხელისუფლებაში მოვიდა მისი მოწინააღმდეგე ნიკოლას არდიტო ბარლეტა ვალიარინო. არიასი იძულებული გახდა კვლავ მაიამიში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1988 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Т. Череватенко. (2010-10-28) Национальная Ассамблея республики Панама – история и современность. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-04-07. წაკითხვის თარიღი: 2013-03-23.