ჩიტი (იუმორისტული გამოცემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიტი (ჩიტი ნიუსი, ჩიტი News) — ქართული სატირულ-იუმორისტული პროექტი, რომელიც ტექსტურ სტატიებთან ერთად აქტიურად აქვეყნებდა სატირულ ვიდეოებსაც[1], ძირითადად ახალი ამბების ფორმატით. პროექტი ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა 2011 წელს[2].

პროექტმა 2017 წლის შემდეგ აქტიური მუშაობა შეწყვიტა.

გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამფუძნებელი გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოდი ხარხელი - ახალი ამბების წამყვანი, სცენარისტი.
  • საბა ლეკვეიშვილი - მთავარი რედაქტორი[3][4], სენცარისტი, გადაცემა "ჩიტის საკენკის" ერთ-ერთი წამყვანი
  • სალომე (მანქი/ბარკერი) ნიკოლეიშვილი - ახალი ამბების ჟურნალისტი[5], სცენარისტი.
  • ნოდარ (როკო) დავითური - რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარიტი.

წევრები სხვადასხვა დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნინო (ნაინო) ქაშიბაძე - სცენარისტი, კონტრიბუტორი, გადაცემა "ჩიტის საკენკის" ერთ-ერთი წამყვანი
  • გურამ ვარშანიძე - გადაცემა "ჩი-TOP-ის" წამყვანი, მსახიობი
  • ნიკა ლოლაძე - სცენარისტი, მსახიობი, კონტრიბუტორი
  • გიორგი კარანაძე - სცენარისტი, კონტრიბუტორი

პროექტი თანამშრომლობდა სხვადასხვა კონტრიბუტორებთან და მსახიობებთან ეპიზოდური როლების შესავსებად.

გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალი ამბები - სატირულ-იუმორისტული ე.წ. "Fake news"-ის ფორმატის ახალი ამბები.
  • „ჩიტის საკენკი“ - იუმორისტული მონოლოგები სხვადასხვა თემებზე.
  • „ჩიTOP“ - მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემა სოციალურ და კულტურულ თემებზე.
  • „კვირის ჰედლაინები“ - მოკლე ახალი ამბები იუმორისტული კომენტარით.

სტატიები და ვებსაიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიტის მთავარი პროდუქტი იყო სატირულ-იუმორისტული სტატიები[6][7], რომლებიც ძირითადად პოლიტუკრ და სოციალურ თემებს ეხმაურებოდა აქტიურად[8].

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიტის რამდენიმე სტატია პოლიტიკური დებატების ცენტრშიც მოექცა.

მაგალითად, ჩიტის სტატიას: "ბერამ მარგველაშვილი და-diss-ა", Georgian Dream Studio და ბერა ივანიშვილი ოფიციალური პრესრელიზით გამოეხმაურნენ და ბერას მიერ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისთვის ე.წ. "Diss"-ის მიძღვნა უარჰყვეს[9][10]. თუმცა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბერა ივანიშვილმა მართლაც მიუძღვნა სიმღერა საქართველოს პრეზიდენტს[11].

2014 წლის ნოემბერში, დიასპორის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს დაემუქრა. მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისი გადადგომა მოითხოვეს, დიასპორის სამინისტრომ ოფიციალურ დოკუმენტში, მინისტრის მოადგილის მუქარის მიზეზად მოქალაქის მიერ "ჩიტი ნიუსის" სტატიის პირად გვერდზე გადაშეარება დაასახელა[12][13].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Droni.ge. chiti.ge "მე-9 არხის" პრომოს "დაწუნებულ" ვარიანტს აქვეყნებს (ვიდეო).
  2. რადიო თავისუფლება. 2012 In Action.
  3. მეტრონომი. როგორ გავარჩიოთ სოცქსელში მცდარი ინფორმაცია ნამდვილისგან?.
  4. Frontline Georgia, ნინო ჯაფიაშვილი. რეფლექსია "ჩიტის" რედაქტორთან საბა ლეკვეიშვილთან.
  5. სალომე ბარკერი. ნახვამდის...
  6. Martine Neddam. Artificial Artists of Georgia - Chiti.ge.
  7. Mark Fonseca Rendeiro / citizenreporter.org. Satire and News in Georgia.
  8. ოფიციალური საიტი.
  9. კვირა.ჯი. GDS-ი ბერაზე გავრცელებული ინფორმაციის მართებულობას არ ადასტურებს.
  10. აფხაზეთის ხმა. Georgian Dream Studio იუმორისტული პორტალის ხუმრობას საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
  11. fortuna.ge. ბერამ გიორგი მარგველაშვილს სიმღერა „ავტოგოლი“ მიუძღვნა.
  12. ნეტგაზეთი. დიასპორის სამინისტრო ირაკლი ვაჭარაძის წინაღმდეგ chiti.ge-ს იმოწმებს.
  13. Tabula.ge. დუმბაძე: ვაჭარაძემ "ჩიტის" სტატიის გაზიარებით ქრისტიანებისადმი ირონია გამოხატა.