შინაარსზე გადასვლა

ჩილიკესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩილიკესი
ვულკანის ხედი მისკანტის ტბიდან
ვულკანის ხედი მისკანტის ტბიდან
კოორდინატები: 23°35′00″ ს. გ. 67°42′00″ დ. გ. / 23.58333° ს. გ. 67.70000° დ. გ. / -23.58333; -67.70000
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
ტერიტორიული ერთეული ანტოფაგასტის რეგიონი
სიმაღლე 5778 
ჩილიკესი — ჩილე
ჩილიკესი

ჩილიკესი (ესპ. Chiliques) — სტრატოვულკანი ჩილეში, ანტოფაგასტის რეგიონში. მდებარეობს ვულკან სერო-მისკანტის გვერდით, სამხრეთიდან. ვულკანის ძირში, ჩრდილოეთით მდებარეობს ლეხიის ტბა.

ჩილიკესს უკანასკნელი 10 000 წლის მანძილზე სძინავს, თუმცა ბოლო დროს გარკვეული სიცოცხლის ნიშნებს ამჟღავნებს. 2002 წლის 6 იანვრის ღამით, სპეციალური აპარატურის საშუალებით, მწვერვალის კრატერზე დაფიქსირდა ინფრაწითელი თერმული მოქმედებები, ასევე სხვა ვულკანური აქტივობები, რაც მის გამოღვიძებაზე მიუთითებს. თერმული ინფრაწითელი აქტოვობები დაფიქსირდა 2000 წლის 24 მაისის ღამესაც, თუმცა არა ამ მასშტაბის.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Chiliques Volcano, Chile. Visible Earth. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2007-03-24.