მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორია (ესპ. Territorio Chileno Antártico ) — ჩილეს ტერიტორიულ-პოლიტიკური პრეტენზიების ერთობლიობა ანტარქტიდაში . ადმინისტრაციულად წარმოადგენს მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონის ანტარქტიკა-ჩილენას პროვინციის ანტარქტიკის (ესპ. Antártica ) კომუნას, რომელიც დაარსდა 1961 წლის 11 ივლისს.
მოსახლეობა — 130 ადამიანი (2002 წელი), ზამთარში მცირდება 80 ადამიანამდე.
ტერიტორია — დასავლეთის გრძედის 53° და 90°-ს შორის სექტორი, და სამხრეთის განედის 60°-დან სამხრეთი პოლუსამდე . ხმელეთის ფართობია — 1 250 257,6 კმ². მდებარეობს ანტარქტიდაში , ესაზღვრება:
ჩრდილოეთით — დრეიკის სრუტეს ,
სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით — ანტარქტიდის სხვა ნაწილებს.
ქვეყნების უმრავლესობა არ სცნობს ჩილეს სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე (იხ. შეთანხმება ანტარქტიდის შესახებ ). არგენტინა და დიდი ბრიტანეთი ამ ტერიტორიის დიდ ნაწილზე თვითონ აცხადებენ პრეტენზიას. ამ ტერიტორიაზე პრეტენზიის გამოთქმის მომენტში მასზე უკვე პრეტენზია წამოყენებული ჰქონდათ არგენტინას და დიდ ბრიტანეთს .
ჩილეს დროშა