ჩვეულებრივი ღამის ყანჩა
იერსახე
| ჩვეულებრივი ღამის ყანჩა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Nycticorax nycticorax (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 106003742 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
ბუდობის არეალი
წლიური არეალი
მხოლოდ ზამთრობით | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ჩვეულებრივი ღამის ყანჩა[1] ან ღამის ყანჩა[2][3] (ლათ. Nycticorax nycticorax) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 60 სმ. შეფერილია უმთავრესად შავად (ლითონისებრი ბზინვარებით), მოთეთროდ და რუხად. გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში;[4] გვხვდება საქართველოშიც.[2] ზამთრობით აფრიკაში მიფრინავს. ბინადრობს მდინარეების, ტბორებისა და ტბების ნაპირებთან. ბუდობს კოლონიებად, ჩვეულებრივ ხეებზე. დედალი დებს 4–5 მომწვანო კვერცხს; ინკუბაცია 21–22 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. იკვებება თევზით, ბაყაყებით, აგრეთვე მცირე ხერხემლიანი ცხოველებით.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Птицы Советского Союза, под ред. Г. П. Дементьева и Н. А. Гладкова, т. 2, М., 1951.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ night heron — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- 1 2 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 39.
- 1 2 Кваква // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.
